ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა. დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან უკვე 30 წელია, თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებაზე.
