სააკაშვილის პროცესი გადაიდო
საქალაქო სასამართლოში, ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ადვოკატებს არგუმენტები დაუწუნა და მოუწოდა მკაფიოდ წარმოადგინონ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. მოსამართლემ დღეს ორ დოკუმენტზე ისაუბრა, პენიტენციური სამსახურის წერილზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს მის გარეშე არ სურს საქმის განხილვა, ხოლო მეორე დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, ბრალდებული თანახმაა მის გარეშე გაგრძელდეს საქმის განხილვა. პროცესი 15 ივნისამდე გადაიდო, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა
