მარკ რუტე უკრაინის ევროკავშირში წევრობას ნაადრევად მიიჩნევს
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შანსი იმისა, რომ უკრაინა მალე გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არც ისე დიდია. მარკ რუტე ამბობს, რომ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს, ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის სტატუსს. ჰოლანდიის პრემიერი ამბობს იმასაც, რომ უკრაინა ძალიან შორს იყო კანდიდატობისგან რუსეთის შეჭრამდე. უკრაინის მსგავსად, მარკ რუტე უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრად ასევე ვერ ხედავს მოლდოვას.
