"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის მხარეს დგას
ქართული ოცნება ევროინტეგრაციის მხარეს დგას. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიზანმიმართულ საქმიანობას ხედავენ. ოპოზიციის ქმდებებზე ისაუბრა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემაც. უმრავლესობის ლიდერი კი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის კუთხით, ხელშესახები მიღწევები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია.
