მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი კომპანია "სეილსფორსის" პრეზიდენტს შეხვდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი კომპანია სეილსფორსის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია. ასევე პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
