პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება. პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ. რეგისტრაციას, ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით შეძლებს.
