მსოფლიო ეკონომური ფორუმის მეორე დღე
მსოფლიო ეკონომური ფორუმის მეორე დღე. დავოსში, მთავარი მომხენებლები ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი იქნებიან. ომი უკრაინაში და პანდემია- ეს არის ის ორი ძირითადი თემა, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს. სოფო ბერიძე იმყოფება დავოსში, ის ეკონომიკური ფორუმისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების შესახებ მოგვაწოდებს ინფორმაციას.
