საქართველოში პორტუგალიელი ბლოგერები და ფოტოგრაფები იმყოფებიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში პორტუგალიელი ბლოგერები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქალაქების, კურორტების, კულტურის, გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ბლოგებსა და ფოტო რეპორტაჟებს ამზადებენ, რასაც სოციალურ ქსელებში განათავსებენ .
