შშმ პირა საზოგადოებაში ინტეგრაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს გაეროს ექვსმა ორგანიზაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა. შეხვედრის მიზანი ერთობლივ პროგრამაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ მიღწეული წინსვლის შეფასება იყო.
