ბორელის განცხადება
22-ი მაისიდან ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ელექტრო ენერგიის იმპორტს წყვეტენ. ცნობას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. გავრცლებული ინფორმაციის მიხედევით ელექტრო ენერგიით ვაჭრობას ევროპული ენერგეტიკული ბირჟა „ნორდ პული“ წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 მაისიდან ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთიდან ელექტრო ენერგიას აღარ მიიღებენ. ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისკენ გზაზე, არამედ უკრაინასთან სოლიდარობის დემონსტრირება.
