პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება. მთავრობის მეთაური კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
