რუსული აგრესიის 86-ე დღეს უკრაინაში
რუსული აგრესიის 86-ე დღეს უკრაინაში - ოკუპატები ლუგანსკს, ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს უტევენ. მშვიდობიანი მოსახლეობა რუსულ იერიშებს ყოველდღიურად ეწირება. დონბასი კი ჯოჯოხეთია დედამიწაზე - ამას უკრაინის პრეზიდენტი ამბობს. ოკუპანტები წარუმატებელ იერიშს ხარკოვის მიმართულებითაც განაგრძობენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა ხვდებათ. პარალელურად, მედიასა და სოციალურ ქსელებში ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების ამსახველი მორიგი კადრები ვრცელდება. მარიამ გიგანის რეპორტაჟი.
