რუსეთი ფინეთს ბუნებრივ აირს აღარ მიაწვდის
რუსეთი ფინეთს ბუნებრივ აირს აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია ფინური ენერგოკომპანია „გასუმის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კომპანიის ცნობით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ხვალ, დილიდან შეწყდება. შესაბამისად, „გასუმი“ თავის აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, კერძოდ კი ბალტიკ-კონექტორის მილსადენით მიაწოდებს – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში
