7 ნოემბრის საქმეზე დღეს დანიშნული სასამართლო პროცესი 20 ივნისისთვის გადაიდო
7 ნოემბრის საქმეზე დღეს დანიშნული სასამართლო პროცესი 20 ივნისისთვის გადაიდო. ამის მიზეზი კლინიკიდან წარმოდგენილი ცნობა გახდა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პატიმარი სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. ამ ცნობასთან ერთად, პროცესზე პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც წარმოადგინეს, რომელშიც სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
