ალექსანდრ მერეჟკო გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს
გერმანიის კანცლერი კიევში ჯერ კიდევ არ ჩასულა - ამ განცხადებას, ტვიტერზე უკრაინის რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ მერეჟკო ავრცელებს. მერეჟკო ამის სამ სავარაუდო მიზეზს ასახელებს: იგი ან ძალიან დაკავებულია ან საკუთარი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში ჩასვლა სურს - წერს უკრაინელი დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერის კიევში ვიზიტი მას შემდეგ შეფერხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქში გერმანიის პრეზიდენტს ჩასვლაზე უარი უთხრეს. უკრაინული მედია გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ შოლცი კიევში მანამ არ აპირებს ჩასვლას, სანამ ქალაქს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ ესტუმრება.
