საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის სქმის განხილვა 20 ივნისამდე გადაიდო
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის სქმის განხილვა 20 ივნისამდე გადაიდო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესებს კვლავ ვერ დაესწრო ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი, რაც პროცესის გადადების მიზეზი გახდა. სააკაშვილის პოზიციის მიხედვით მას არ სურს, რომ საქმის არსებითი განხილვა მისი დასწრების გარეშე გაგრძელდეს. სასამართლომ ამავე საქმეზე, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობაც განიხილა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
