ვიოლა ფონ კრამონის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებას, ქართული ოცნების წევრები ეხმაურებიან
ვიოლა ფონ კრამონის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას, ქართული ოცნების წევრები ეხმაურებიან. კრამონი წერს, რომ ის იყო და არის სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, არის საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი და დროა, „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს, თუ როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს. ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ თუ ვინმეს აღქმის საფუძველზე უჩნდება კითხვები, ეს მათი პირადი პრობლემაა. მისივე თქმით, საქართველოს ხვალინდელი დღე ევროსტრუქტურებს უკავშირდება და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ ადამიანზე გადის ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, ძალიან ცდება. როცა კრიმინალი დადასტურებულია სასამართლოს მხრიდან, მან პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება ზარქუა, გვარამია, თუ სააკაშვილი“, – აცხადებს, უმრავლესობის დეპუტატი.
