ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს
ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს - მმართველი პარტია ოპონენტებს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ქმედების მიზანი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსნებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა. სახელისუფლებო გუნდს კონტრბრალდებებით პასუხობენ ოპოზიციაში, რომლის ნაწილიც, ამ დრომდე ბრიუსელშია.
