თოჯინების პროფესიულ თეატრში სტუდენტი რეჟისორის, დავით თარბას სადებიუტო სპექტაკლის, „წმიდა ანტუანის სასწაულის“ ჩვენება გაიმართა
თოჯინების პროფესიულ თეატრში სტუდენტი რეჟისორის, დავით თარბას სადებიუტო სპექტაკლის, „წმიდა ანტუანის სასწაულის“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლი 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად დაიდგა. ბელგიელი დრამატურგის მორის მეტერლინკის ყველასათვის ცნობილი პიესა საქართველოში, თოჯინურ სივრცეში პირველად წარმოადგინეს.