მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს
მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად ვნებს იმისათვის, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსნებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა. სახელისუფლებო გუნდს კონტრბრალდებებით პასუხობენ ოპოზიციაში
