შვიდი ნოემბრის საქმის არსებითი განხილვას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება
შვიდი ნოემბრის საქმის არსებითი განხილვას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. ის უკვე მეცხრე დღეა კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. პატიმარი ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, ოჯახი და პარტია სწორედ ამ შედეგების გასაჯაროებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამ საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ ადვოკატები სასჯელის გადავადების მოთხოვნით დღეს შუამდგომლობას წარადგენენ.
