ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. სტუმრები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტურ-ოპერატორებთან ერთად ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდნენ. ინფო-ტურის მონაწილეებმა თავდაპირველად ბოლნისი და ასურეთი დაათვალიერეს. ესტუმრნენ შვაბების ქუჩას, სადაც გერმანული დასახლება იყო. ტურის მონაწილეები ქვემო ქართლიდან კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ნეკრესი, ალავერდი, ყვარელი და სხვა ტურისტულად ცნობილი ადგილები დაათვალიერეს, ადგილობრივი ღვინის დამზადების წესს გაეცნენ და ღვინო დააგემოვნეს.