შეხვედრა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესის გაცნობა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების იცინიატივებისა და მოსაზრებების გაზიარება განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შემდგომი გათვალისწინების მიზნით.
