კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. ფრანგულ რივიერაზე ჯოზეფ კოსინსკის ფილმის „საუკეთესო მსროლელი- მევერიკის“ ჩვენება ნამდვილ დღესასწაულად იქცა. განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს კინოსურათში მთავარი როლის შემსრულებელ ტომ კრუზსაც. ამავე დღეს უჩვენეს პირველი საკონკურსო ფილმი, რუსეთიდან დევნილი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის „ჩეხოვის ცოლი“.
