დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება
დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სკოლა დამთვარებულებს პრემიერი ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. „მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.“ წერს პრემიერი .
