პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ - აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტიკური, გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარი რუსეთის მმართველობის პერიოდში, ხელოვნურად შეიქმნა. კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებელი სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებს.
