შვიდი ნომებრის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება
შვიდი ნომებრის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. ცნობილია, რომ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება. სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა, თუმცა შესაძლოა პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ სურს, რომ საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე გაგრძელდეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს 7 - დ ნოემბერს მომიტინგენთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებას ედავება.
