ნიკა გვარამიას საქმე და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ ერთხელ შეაფასეს პოლიტიკურმა მხარეებმა
ნიკა გვარამიას საქმე და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ ერთხელ შეაფასეს პოლიტიკურმა მხარეებმა. ნაციონალურ მოძრაობაში არ იზიარებენ პოზიციას, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფინანსურად დააზარალა. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ იმ მასალების საფუძველზე, რომელსაც პროკურატურა გვარამიას წინააღმდეგ ფლობს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია.
