ომის 86-ე დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ
ომის 86-ე დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება. ოკუპანტები პოზიციების გამყარებას ცდილობენ სამხრეთის ფრონტზეც, თუმცა დიდძალ დანაკარგს განიცდიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონში ბოლო 24 საათში 40-მდე ოკუპანტი და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა განადგურდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ომში რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უკრაინას შესაძლოა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდეს.
