უკრაინის სამხედრო დახმარებას აძლიერებს შეერთებული შტატები
უკრაინის სამხედრო დახმარებას აძლიერებს შეერთებული შტატები. ამერიკის სენატმა კიევისთვის 40 - ი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 11-მა მისცა. სოლიდური თანხის დიდი ნაწილი უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნას, შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს მოხმარდება. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს უკვე გადაეგზავნა. რუსა შელია გვიერთდება ვაშინგტონიდან.
