ნიკა გვარამიას საქმე
საქმის პროკურორი გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოძიების დაწყება დაკავშირებულია მასთან როგორც მედიამენეჯერთან ან რაიმე შურიძიებასთან. ამირან გულუაშვილის განმარტებით, გამოძიება მაშინ დაიწყო , როდესაც გვარამია არ იკავებდა მენეჯერულ თანამდებობას რუსთავი 2-ში და არ იყო ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი. პროკურორმა ავტომანქანის შეძენის ეპიზოდზეც ისაუბრა.
