პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები ევროპარლამენტში, ნატოსა და ევროპულ საბჭოში გამართა. პრემიერმა ვიზიტი შეაჯამა და სოციალურ ქსელში დაწერა რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.
