თბილისში, რეკრეაციულ სივრცეებში მწვანე ნარგავების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა გამკაცრდება
თბილისში, რეკრეაციულ სივრცეებში მწვანე ნარგავების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა გამკაცრდება. ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. დოკუმენტის მიხედვით იზრდება ჯარიმები და იკრძალება მშენებლობის დაწყება იმ ზონაში, სადაც ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა. კანონმდებლობის გამკაცრება საექსპერტო დასკვნებსაც შეეხება.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები