პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველო, როგორც ნატოს მჭიდრო პარტნიორი - ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს - ეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პოზიციაა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს მთავრობის მეთაურს შეხვდა. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. აღინიშნა, რომ თბილისის მიერ შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო
