ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა "იუროფიან ბესთ დესთინეიშნს" ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს
ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა იუროფიან ბესთ დესთინეიშნს - ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს. „ბათუმი - ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გასაოცარი ტურისტული მიმართულებაა ევროპაში, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქი მთელი წლის განმავლობაში მოსანახულებელი ადგილია ნათქვამია პოპულარული სამოგზაურო პლატფორის სტატიაში.
