"ნატოში" შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე ოფიციალური პროცედურები დაიწყო
ნატოში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე ოფიციალური პროცედურები დაიწყო. ალიანსის გენერალურ მდივანს აპლიკაციები ნატოში შვედეთის და ფინეთის ელჩებმა უკვე გადასცეს. გადაწყვეტილებას მიესალმება იენს სტოლტენბერგი - ახლა განსაკუთრებული მოლოდინია ნატოს მადრიდის სამიტის მიმართ, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება კი რუსეთისთვის გზავნილია, რომ ალიანსის კარი ღიაა პარტნიორებისთვის და ნატო არ აპირებს კრემლის მუქარას დაემორჩილოს. შეგახსნებთ, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანებისგან თავს ათწლეულები იკავებდნენ, სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე გადაწყვეტილება კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღეს
