მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი პაციენტის მონახულებას ელოდება
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი პაციენტის მონახულებას ელოდება. ნიკოლოზ ყიფშიძე „ვივამედის“ ხელმძღვანელობას მიმართავს. მას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ექიმებისგან აქვს და მათზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი და პარტია მიხეილ სააკაშვილის კვლავ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
