ბრძოლა ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის
ბრძოლა ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის -ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის ნაწილი სტრატეგიაზე მსჯელობს. განიხილება ტრადიციული სცენარი - ქუჩის აქციები, საპარლამენტო ბოიკოტი და მანდატების დატოვება. სააკაშილის პარტიის მიზანი ცხადია. შეიქმნას კრიზისი საპარლამენტო ცხოვრებაში. ნაციონალური მოძრაობა საბოლოო გადაწყვეტილებას, პოლიტ საბჭოზე მიიღებს. თემაზე ოპოზიციურ სპექტრში, აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის გეგმას არ ეთანხმება და კოლეგა ოპოზიციონერტებს, ბრძოლის მეთოდების შეცვალის რეკომენდაციით მიმართავს. შეფასებას აკეთებს, მმართველი პარტიაც. ქართული ოცნებისთვის, გეგმა არასერიოზულია. ნიკა გვარამიას კი ხელისუფლება, სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და მიღებული გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას ურჩევს.
