მუზეუმების საერთაშორისო დღეს კულტურის მინისტრი მუზეუმების თანამშრომლებს ულოცავს
მუზეუმების საერთაშორისო დღეს კულტურის მინისტრი მუზეუმების თანამშრომლებს ულოცავს. ამ დღესთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა. ცნობილია, რომ სამინისტროს ინიციატივით ელენე ახვლდენიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. ექსპონატების აღწერა, შეფუთვა და სამუზეუმო სივრციდან დროებით ფონდებში გადატანის პროცესი უკვე დაიწყო. თბილისის ისტორიის მუზეუმში კი 2006 წელს გაუქმებული ძველი თბილისის ამსახველი გამოფენა-ექსპოზიცია დაბრუნდება. იხსნება შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის 80-იანი წლების შენობის ორი სართული. ამასთანავე, სამინისტროს ინიციატივით დღეს ფუძნდება უწყებრივი ჯილდო - საუკეთესო მუზეუმელი.
