ივნისიდან თბილისში მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება
ივნისიდან თბილისში მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების პერიოდში გზის აღნიშნული მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტება. ტრანსპორტის გადაადგილების ახალი მარშრუტის სქემას თბილისის მერია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. სარებილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალურ ზოლში იმოძრავებს, მოეწყობა ველობილიკი, ახალი მოსაცდელები და მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლებული გამზირი სრულად ადაპტირებული იქნება შშმპ - თვის.
