თბილისში, რეკრეაციულ სივრცეებში მწვანე ნარგავების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა გამკაცრდება
თბილისში, რეკრეაციულ სივრცეებში მწვანე ნარგავების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა გამკაცრდება. ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. დოკუმენტის მიხედვით იზრდება ჯარიმები და იკრძალება მშენებლობის დაწყება იმ ზონაში, სადაც ხეების უაკნონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა. თბილისის მერის განცხადებით, კანონმდებლობის გამკაცრება საექსპერტო დასკვნებსაც შეეხება.