პენსიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ახალი პირობები ცნობილია
პენსიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ახალი პირობები ცნობილია. მომდევნო წლიდან საპენსიო სესხების გაცემაზე პროცენტი მცირდება, ზედა ზღვარი 26 - ს პროცენტს შეადგენს. პენსიების დარიგებას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში კვლავ ლიბერთი ბანკი უზრუნველოყოფს, რომელიც პენსიონერებს გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურება. ცნობისთვის, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე დისკუსია პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამ ინიციატივით თავდაპირველად მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა გამოვიდა, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა. საბანკო მომსახურების ახალი პირობების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული პრემიერ მინისტრი.
