უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საოკუპაციო ძალამ პირადი შემადგენლობის 28 300 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საოკუპაციო ძალამ პირადი შემადგენლობის 28 -ა ათას 300 - ი ჯარისკაცი დაკარგა, გუშინდელთან შედარებით 400 - ით მეტი. ბოლო 24 -ხ საათში უკრაინულმა არმიამ გაანადგურა 16 - ი ტანკი, 34 - ი ჯავშანმანქანა და 28 - ა ერთეული სატრანსპორტო საშუალება. საერთაშორისო მედიის ყურადღება კვლავ აზოვსტალისკენ არის მიმართული, საიდანაც მარიუპოლის დამცველთა გაყვანა გრძელდება, გადარჩენილ მებრძოლებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაჰკითხავს. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში კვლავ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები
