თბილისში, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს
თბილისში, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, თბილისში ყალბი 50 და 100 სი დოლარის ნომინალის კუპიურა გაასაღა, ჯამში, 36 ათასზე მეტი. დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 10 წლამდე ვადით.
