უკრაინელი ბავშვები ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში ისწავლიან
უკრაინელი ბავშვები ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში ისწავლიან. უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი ბათუმში დღეისათვის 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. მოსწავლეები უკრაინული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად ქართულ ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე უზრუნველყო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. რაც შეეხება უკრაინელ პედაგოგებს, ყველა მათგანი საქართველოში უკრაინიდან 24 თებერვლის მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
