მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რჩება
მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რჩება. ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სააკაშვილის პარტია და ოჯახი კვლავ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
