ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „ირაკლი ღარიბაშვილთან ვიმსჯელეთ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობა. გამოვხატე პოზიცია, რომ რეფორმები დემოკრატიულ პროცესში და კანონის უზენაესობა ისე საჭიროა, როგორც არასდროს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
