ბრიუსელში საქართელოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი გრძელდება
ბრიუსელში საქართელოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალქში, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი - შეხვედრების მთავარი თემა იქნება. საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს. ევროპელ პარტნიორებთან აქცენტი კეთდება ტრიოს შესახებ გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების მნიშვნელობაზე.
