თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ელოდებიან
თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ელოდებიან. დერეკ შოლე საქართველოში ორდღიანი ვიზით ჩამოდის. ის მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. მას ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე ექნება კონსულტაციები. ასევე, განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
