ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება
ამერიკა - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და საქართველოს მიერ არჩეულ დასავლურ კურსს მხარდაჭერა ვაშინგტონიდან კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
